ქარელი-აგარის გზის მონაკვეთზე მომხდარ ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ცხრა კი დაშავდა. მიკროავტობუსი მოცურდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მძღოლი და ორი მგზავრი დაიღუპა.
ავარიის შედეგად დაზარალებული მგზავრები ქარელის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ექიმები აცხადებენ დაზარალებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ერთ-ერთ დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა.
მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მათი გადაყვანა თბილისში მოხდება.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.