ყაზბეგის ეროვნული პარკისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნას გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი დააფინანსებს.
აღნიშნულისთვის გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი საერთო ჯამში 5,5 მლნ ევროს გამოყოფას აპირებს.
ყაზბეგის ეროვნული პარკისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნის პროექტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ
გერმანიის რეკონსტუქციისა და საკრედიტო ბანკის წარმომადგენლებს დღეს გააცნო.
"ჩვენ დეტალებს ვაზუსტებთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა თანხა დაიხარჯება ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და რა სოციალური პროექტებისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში ეს პროექტი განხორციელდება და ეს იქნება ძალიან დიდი წარმატება, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელთაც შემოსავლის ახალი წყარო გაუჩნდებათ, ისე ზოგადად, მთელი ქვეყნისთვის", - განაცხადა ხაჩიძემ.
არ არის გამორიცხული მსგავსი პროექტების განხორციელება გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკმა სხვა რეგიონებშიც დააფინანსოს.