ძლიერი ქარის გამო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისები არ ხორციელდება. გადაიდო ბათუმი-სტამბულისა და ბათუმის-კიევის სამი რეისი. 16 იანვარს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან კიევის მიმართულებით ფრენა პირველის ნახევარზე, ხოლო სტამბულის მიმართულებით ოთხის ხუთ წუთსა და შვიდის ხუთ წუთზე უნდა შესრულებულა. თუმცა რეისები ამ დრომდე არ შესრულებულა. ამ დრომდე უცნობია, როდის განახლდება ფრენები.
აეროპორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მგზავრების გაფრთხილება დროულად მოხდა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავების მიღება უპრობლემოდ მიმდინარეობს, შეფერხება მხოლოდ ბათუმიდან სხვა ქვეყნის მიმართულებით განსახორციელებელ ავიარეისებს ექმნებათ.