საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პირისპირ შეხვედრა გაიმართა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან.
შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტის სასახლეში შედგა. საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებს შეეხებოდა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ კეთილმეზობლური პოლიტიკა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ერთობლივი სადილი.