შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩ ორთვინ ჰენიგთან.
შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლობის საკითხები, სამომავლო გეგმები და პერსპექტივები.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა აქტიურ დახმარებას უწევს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის მართვის სფეროში შესაძლებლობების განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებში.