ლოს-ანჟელესში ოსკარის ნომინანტები დაასახელეს. ფილმებს შორის ლიდერი, რომელიც საუკეთესო ფილმის კატეგორიაში გამარჯვებისთვისაც იბრძოლებს სტივენ სპილბერგის "ლინკოლნი" გახდა. ფილმი აშშ-ის ლეგენდარულ პრეზიდენტს ეძღვნება. "ლინკოლნი" ოსკარისთვის 12 სხვადასხვა ნომინაციაში იბრძოლებს. 11 ნომინაციაში წარდგენილი ენგ ლის სათაგადასავლო დრამა - "პის ცხოვრება". საუკეთსო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებისთვის ასევე წარმოდგენილნი არიან: მიუზიკლი "უარყოფილნი",
ირანული დრამა მძევლების შესახებ - "ოპერაცია ‘არგო", ფრანგული დრამა -"სიყვარული", თრილერი მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტზე უსამა ბენ ლადენზე "ნომერ პირველი სამიზნე", კომედია "ჩემი მიჭი შეშლილია", კვენტინ ტარანტინოს "გათავისუფლების ჯანგო", და მითიური ისტრრია სამყაროს აღსასრულზე "ველური სამხრეთის მხეცები".
ნომინაციაში მამაკაცის საუკეთესო როლის შემსრულებელი "ოსკარისთვის" იბრძოლებენ: დენიელ დეი-ლუისი ლინკოლნის როლის შესრულებისთვის, ჰიუ ჯეკმანი მთავარი როლისთვის ფილმში "უარყოფილნი" და ასევე დენზელ ვაშინგტონი, ბრედ კუპერი, ჰოაკინ ფენიკსი., ხოლო ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლისთვის - ჯესიკა ჩესტეინი ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის აგენტის როლისთვის ფილმში "ნომერ პირველი სამიზნე", ჯენიფერ ლოურენსი ახალგაზრდა ქვრივის როლის შესრულებისთვის ფილმში "ჩემი ბიჭი შეშლილია". ყველაზე ხანდაზმული ნომინატია 85 წლის ემანუელ რივა, რომელმაც მიშელ ჰანკეს ფილმში "სიყვარული" საკმაოდ შთამბეჭდავი სახე შექმნა, ან ნომინაციაში ყველაზე ახალგაზრდა კი 9 წლის კუვენჯანე უოლისია, რომელმაც "ველური სამხრეთის მხეცებში" ითამაშა. ისკარს მათ ნაომი უიტსიც შეცილება.
ოსკარის დაჯილდოების 85-ე ცერემონიალი 24 თებერვალს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები