სერგეი შამბა აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. ამის შესახებ '"ინტერფაქსი" იუწყება. გამოცემაში ნათქვამია, რომ დღეს სერგეი ბაღაფშმა სპეციალური განცხადება გააკეთა შამბას პრემიერ-მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ აქამდე სერგეი შამბას აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა.