გარემოს დაცვის ინსპექციას ახალი უფროსი ეყოლება. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე დღეს სამინისტროში გარემოს დაცვის ინსპექციის ახალ უფროსს წარადგენს.
როგორც "ჯი-ეიჰ-ენს" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი გოგა ხაჩიძე, სპეციალურ ბრიფინგზე საზოგადოებას გარემოს დაცვის ინსპექციის ახალ უფროსს წარუდგენს. მისი ვინაობა ამ დრომდე უცნობია.