ესპანეთის "ბარსელონას" და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი ზედიზედ მეოთხედ პლანეტის საკუკეთესო ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდა.
მესის საპატიო პრიზი ციურიხში გამართულ ცერემონიაზე გადაეცა. მესისმ 2012 წელს 91 გოლი გაიტანა და 25 წლის ფეხბურთელმა, გამოკითხვის მიხედვით, საკუთარ თანაგულნდელ ანდრეს ინიესტას და მადრიდის რეალის ფეხბურთელს კრიშტიანუ რონალდუს აჯობა.
მესი საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს ეროვნული ნაკრებების მწვრთნელების, კაპიტნებისა და მსოფლიოს ჟურნალისტთა კორპუსის გამოკითხვის საფუძველზე.
შესაბამისად, მესი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება. ზედიზედ სამჯერ საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების რეკორდი კვლავ მას და უეფას ამჟამინდელ პრეზიდენტს მიშელ პლატინის ეკუთვნოდათ.
"სიმართლე რომ ვთქვა ეს ყველაფერი დაუჯერებლად მეჩვენება", - განაცხადა მესიმ ჯილდოს მიღებისას და დასძინა, - "მინდა მადლიერება გამოვხატო ჩემი ბარესლონელი კოლეგების მიმართ. ანდრეს, - მიმართა მესიმ ინიესტას, - რა კარგია შენს გვერდით ვარჯიში და თამაში. მინდა ასევე მადლობა ვუთხრა ჩემს მეგობრებს არგენტინის ნაკრებიდან, ყველას ვინც მუშობდა ჩემთან, მწვრთნელებს და სხვა პერსონალს, ჩემს ოჯახს და მეგობრებს. ჩემს მეუღლეს და ჩემს შვილს. მადლობა!". მესიმ გამოკითხვაში ხმების 41,6% მოაგროვა, რონალდუმ 23,68%, ხოლო ინიესტამ 10,91%.
გატანილი გილების მიხედვით მან ასევე გადააჭარბა გერმანელი ფეხბურთელის გერდ მიულერის რეკორდს (85 გოლი 1972 წელს). მესიმ ერთი სეზონის განმავლობაში ბარსელონას შემადგენლობაში 79 გოლი გაიტანა, ხოლო არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში 12 გოლი.