ფერებს, რომელიც გარს გვარტყია, შეუძლია გარკვეული ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინოს. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ აზრები სხვადასხვა მიმართულებით მიმართონ, - ამბობენ ბრიტანეთის კემბრიჯის უნივერსიტეტის სპეციალისტები.
კვლევების პერიოდში სპეციალისტებმა თხოვნით მიმართეს ექსპერიმენტის მონაწილეებს შეეფასებინათ სხვადასხვა მორალური დილემა. ამასთან მეცნიერებს ეკრანზე გამოჰქონდათ გარკვეული კითხვები რომლის ფონად შავი, თეთრი და ფერადი ფერები აირჩიეს.
როგორც აღმოჩნდა, ადამიანებს შეუძლიათ უფრო რადიკალურად ისაუბრონ იმაზე თუ რა ხდება, როცა თვალწინ ხედავენ თეთრ ან შავ ფერს ე.ი.მონოქრომულ ფონს.
სპეციალისტების აზრით, თუნდაც ინტერიერის ფერის დეტალებსაც შეუძლია რაღაც დოზით გავლენა მოახდინოს თავში აზრების ფორმირებაზე. მაგალითისთვის, კედელზე შავი ფერის ხალიჩას შეუძლია მოახდინოს უარყოფითი განწყობის ფორმირება, ხოლო წითელ ფერს საფრთხის და მუდმივი სიფხიზლის გრძნობა გააღვიძოს.
მასალის გამოყენების პირობები