ოკუპირებულ აფხაზეთში იმ პენსიონერების რეგისტრაცია დაიწყო, რომლებიც როგორც აფხაზურ ისე რუსულ პენსიას იღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. ხელახალი რეგისტრაციის პროცესი აფხაზეთის ყველა რაიონში და ქალაქ სოხუმში მიმდინარეობს.
ხელახალი რეგისტრაცია იმ პენსიონერებისათვის, რომლებიც აფხაზურ პენსიას იღებენ 2013 წლის 1 აპრილამდე გაგრძელდება. ხოლო რაც შეეხება იმ პენსიონერებს, რომლებიც აფხაზურთან ერთად რუსულ პენსიას იღებენ ხელახალი რეგისტრაციის ბოლო ვადა განსაზღვრული არ არის. პენსიის გაცემა მხოლოდ ხელახალი რეგისტრაციის გავლის შემდეგ განახლდება. ხელახლი რეგისტრაცია უკვე 2368 პენსიონერმა გაიარა.
მასალის გამოყენების პირობები