ხვალ, 4 იანვარს, 18:30 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ს აღსაყდრებიდან 35 და დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: პაატა ბურჭულაძე, იანო ალიბეგაშვილი, ბადრი მაისურაძე, ნინო სურგულაძე, სტელა გრიგორიანი, ილონა მატარაძე, გია ონიანი, ლადო ათანელი, მარიკა გულორდავა, მამუკა ნიკოლაიშვილი, მარიამ როინიშვილი, ნატალია ქუთათელაძე, ნანა ქავთარაშვილი, გიორგი გაგნიძე, ოთარ ჯორჯიკია, მარიამ ნაჭყებია და სხვები. საქართველოს ეროვნელი სიმფონიური ორკესტრი და საგუნდო კაპელა.
მთავარი დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი. დირიჟორები : ზაზა აზმაიფარაშვილი, დავით მუქერია, რევაზ ტაკიძე.
ფონდი „იავნანა" პირეველად გააკეთებს კონცერტს, რომელიც არ იქნება საქველმოქმედო. კონცერტზე დასწრება იქნება მოსაწვევებით. ასევე გადაიცემა პირდაპირი ეთერი, სადაც შესაძლებელი იქნება სმს-ით პატრიარქისთვის მილოცვების გაგზავნა.
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის, ილია II (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს, ქალაქ ორჯონიკიძეში,გიორგი ღუდუშაურ-შიოლაშვილის და ნატალია კობაიძის ოჯახში.
ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1977-იდან.
2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.