თბილისის მერობის კანდიდატს, ნიკა ივანიშვილს მერის არჩევნებზე სახელისუფლო კანდიდატის "ჩაჩოჩება" სურს. ამის შესახებ მან დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"თბილისის მერობის ყველა მსურველის მთავარი კონკურენტი სახელისუფლებო კანდიდატი იქნება, რადგან ვერ მოხერხდა ოპოზიციის გაერთიანება თვითმმართველობის არჩევნებზე, უნდა შევეცადოთ, რომ სახელისუფლებო კანდიდატი როგორმე ჩავაჩოჩოთ", - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილის აზრით, ყველას თანაბარი შანსი დაიკავოს მერის თანამდებობა, თუმცა მიაჩნია, რომ თავად სახელისუფლო კანდიდატის ყველაზე ძლიერი კონკურენტი იქნება.