"ქრისტიან-დემოკრატიული პარტია" იუბილარია. გიორგი თარგამაძის გუნდი პოლიტიკური მოღვაწეობის ორი წლისთავს აღნიშნავს.
იუბილე პარტიის წარმომადგენლებმა თბილისის საკონცერტო დარბაზში აღნიშნეს.
ღონისძიებაზე, რომელსაც ექსპერტები, ჟურნალისტები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ, პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ "ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის" ორწლიანი პოლიტიკური მოღვაწეობის შედეგები შეაჯამა და დადებითად შეაფასა.
საიუბილეო ღონისძიება ფილარმონიაში რამდენიმე წუთის წინ, პარტიის ჰიმნის პრეზენტაციით დასრულდა.