ალდაგი ბისიაის გენერალური დირექტორის, ნიკა გამყრელიძის განცხადებით, სადაზღვევო კომპანია ალდაგი სახელმწიფო პროგრამით დაზღვეული ბენიფიციარებს კვლავ საუკეთესო პირობებს შესთავაზებს. როგორც გამყრელიძემ დღეს "თბილისი-მარიოტში" ჟურნალისტებს განუცხადა, სახლმწიფოს მიერ განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურებებთან ერთად ყველა დაზღვეული "პე-ეს-პეს" სააფთაქო ქსელში 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს.
"ალდაგი ბისიაი სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებში მისი ამოქმედებისთანავე მონაწილეობს. პროგრამით დაზღვეულებს საქართველოს მასშტაბით 400-მდე სამედიცინო პროვაიდერი დაწესებულება ემსახურება. 2007 წლიდან დღემდე ალდაგი ბისიაიმ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ 50 000-მდე ბენეფიციარს 15 მილიონ ლარამდე სამედიცინო მომსახურება გაუწია.
კითხვაზე თუ რატომ მხოლოდდამხოლოდ "პე-ეს-პეში", ნიკა გამყრელიძეE პასუხობს, რომ იდეაში იყო ამ პროექტში "ავერსის" ჩართვაც, თუმცა ამჟამად ამ უკანასკნელსა და ალდაგი ბისიაის შორის ინტერესთა კონფლიქტია და არჩევანი მხოლოდ "პე-ეს-პეზე" შეჩერდა.