რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი სოხუმის მარიონტეული რეჟიმის ლიდერის, სერგეი ბაღაშფის ინაუგურაციას ტრაგიკომედიას უწოდებს.
"აფხაზეთში ინაუგურაცია არის ტრაგიკომედია. კომედიაა იმიტომ, რომ ეს არ არის ინაუგურაცია, არის შოუ. ტრაგედიაა კი არის იმ ადამიანებისთვის, ვინც აფხაზეთიდან გამოყარეს და ვინც იქ დარჩა, რადგან პატივს არ სცემენ მათ ეროვნულ მისწრაფებებს", - განუცხადა იაკობაშვილმა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს.
ამასთან, სახელმწიფო მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ერთობლივი ქმედითი მექანიზმების შესაქმნელად მეტი აქტიურობისა და დახმარებისკენ მოუწოდებს.