საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაურის დუბაიში ვიზიტი დღეს საღამოს იწყება. როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკო მჭედლიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნიკა გილაურის დუბაიში ვიზიტი დღეს საღამოს იწყება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი დუბაის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის მმართველს და მმართველი გუნდიდან სხვა პირებს შეხვდება.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარესა და მმართველი საბჭოს წევრებთანაც.