რიკოთის საუღელტეხილო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 142-ე კილომეტრზე რიკოთის გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით სატენდერო სხდომის მეორე ეტაპი საავტომობილო გზების დეპარტამენტში დღეს გაიმართა.
ტენდერში სულ ხუთი კომპანია მონაწილეობდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ რიკოთის გვირაბი ევროპულ სტანდარტებს დააკმაყოფილებს.