თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა.
როგორც აეროპორტში აცხადებენ, ერთ საათში გადადებული რეისების შესრულება დაიწყება. მიუნხენის რეისზე უკვე გამოცხადდა მგზავრთა რეგისტრაცია.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რამდენიმე საათი პარალიზებული იყო. მიზეზი ასაფრენი ბილიკიდან ყაზახური ავიაკომპანიის კუთვნილი ავიალაინერის გადასვლა გახდა, რის გამოც ყველა სამგზავრო რეისი გადაიდო.
თვითმფრინავი ალმაატადან ჰონკონკგში მიფრინავდა და თბილისის აეროპორტში საწვავის შესასვსებად დაჯდა.
ყაზახური ავიაკომპანიიდან ტვირთის ჩამოცლა, რათა ლაინერის გადაადგილება მომხდარიყო, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.