ე.წ. სამხრეთ ოსეთი მიესალმება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას იმის შესახებ, რომ ის რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის აღიარების" გადაწყვეტილებას უკან არ წაიღებს. განცხადება ამის შესახებ ოს სეპარატისტთა ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა გააკეთა.
მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი მიესალემაბ მსოფლიოს ყველა ქვეანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას, მათ შორის საქართველოსა და რუსეთს შორის.
"ამავე დროს, ჩვენ მივესალმებით რუსეთის ფედერაციის პრინციპულ პოზიციას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი კვლავაც აპირებს იმ ხაზის გაგრზელებას, რომელიც ჩვენს შორის ხელმოწერილი შეთანხმებებით არის გათვალისწინებული", _ განაცხადა თიბილოვმა.
მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის კურსი კვლავინდებურად რუსეთის ფედერაციისკენ არის მიმართული და იგი მას არ გადაუხვევს. "ეს ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი ხაზია და მას არ გადავუხვეთ", _ აცხადებს ოს სეპარატოსტთა ლიდერი.