დღეს, 12 თებერვალს, 10:45 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართება საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებული შეხვედრა. შეხვედრის თემაა _ "საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის და 2010 წლის იანვრის მაკროეკონომიკური პარამტრების განხილვა".
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ბიზნესასოციაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე მოხსნებით გამოლენ საქართველოს პრემიერ მინისტრის მთავარი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ვახტანგ ლეჟავა, პრემიერ მინისტრის მთავარი მრჩეველი საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში თამარ კოვზირიძე, დიპლომატიური აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე;
საქართველოს ფინინსთა მინისტრის მოადგილე ირაკლი სირაძე და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის თავჯდომარე ზურაბ ლალაზაშვილი.