"აფხაზეთსა და საქართველოს შორის საზღვარი უნდა ჩაიკეტოს, თან ისე, რომ არც იქით და არც აქეთ არავის გადაადგილების საშუალება არ უნდა ჰქონდეს", _ განაცხადა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ოპოზიციური "სახალხო ერთიანობის ფორუმის" წევრმა რომან ჩიკირბამ პარტიის ყრილობაზე.
პარტიის ყრილობის დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხი იდგა - "აფხაზეთში არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაცია". ყრილობას ესწრებოდნენ აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ლეონიდ ლაკერბაია, რომელსაც მიუხედავად მრავალგზის თხოვნისა სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს და ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბესლან კუბრავა. ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და პოლიტიკური პარტიის წევრები.
ყრილობაზე ძირითადი მოხსენებით, პარტიის თანათავმჯდომარე, ე.წ. პარლამენტის წევრი რაულ ხაჯიმბა გამოვიდა. მან აღნიშნა, რომ საკითხები, რომლებიც პარტიის წევრებს აღელვებთ აქტუალურია და გადაწყვეტას საჭიროებენ. მისივე თქმით, ტენდენციები, რომლებიც დაკავშირებულია ინფლაციასთან, საზოგადოების მკვეთრ დაყოფასთან - მდიდრებად და ღარიბებად, ოფიქტების პრივატოიზაციასთან, მიწის გაყიდვასთან უკიდურეს შეშფოთებას იწვევს.
ხაჯიმბას ყურადღების მიღმა არც საქართველოსთან ურთიერთობები დაუტოვებია.
"მასთან ჩვენ სალაპარაკო და მოსალაპარაკებელი არაფერი გვაქვს და ეს პოზიცია ნათლად უნდა დაფიქსირდეს", _ განაცხადა ხაჯიმბამ.