დღეს, 12 თებერვალს, 16:00 საათისთვის, ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი ბორჯომს ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ--ენს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, პოლოლიკაშვილი ლიკანის ტურისტულ კომპლექსში ბორჯომ-ლიკანის ახალი საკურორტო ინფრასტრუქტურის პროექტის პრეზენტაციას დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომ-ლიკანის ყოფილი სამკურნალო-პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი კომპლექსი საქართველოს მთავრობამ ყაზახურ კომპანიას, `ყაზმუნაიგაზ-სერვისს~ 2006 წელს გადასცა. მაშინ მთავრობამ მხარი დაუჭირა ყაზახი ინვესტორების საქმიან წინადადებებს, რომელიც ლიკანში საერთაშორისო მასშტაბის ტურისტული ობიექტების მშენებლობას ისახავდა მიზნად.
კომპლექსის განახლებას, რომელიც რამდენიმე წლის წინ უნდა დაწყებულიყო, აგვისტოს ომმა და მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა შეუშალა ხელი.
წელს `ყაზმუნაიგაზ-სერვისი~ იწყებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოში საერთაშორისო მასშტაბის კურორტი აშენდება.
პირველ ეტაპზე ბორჯომი-ლიკანის კომპლექსის მშენელობაზე 350 ადამიანი დასაქმდება.