ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ოპოზიციური პარტიის "სახალხო ერთიანობის ფორუმის" ლიდერი რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ ის ვერ ხედავს ნაბიჯებს, რომლებითაც აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ეწინააღმდეგება.
"არ ჩანს წინააღმდეგობა საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების მიმართ. საქართველო ჟენევის მოლაპარაკებებზე თავის ოფიციალურ დელეგაციაში ე.წ. აფხაზეთის ავტონომიის წარმომადგენლებს აწევრიანებს. გარდა ამისა, აფხაზური მხარე, ბოლო დროს აღარ საუბრობს, საქართველოს პასუხისმგებლობაზე 1992-1993 წლებში განხორციელებულ სამხედრო მოქმედებებზე, 1989 წელს გალის რაიონში მომხდარ მოვლენებზე", - აცხადებს რაულ ხაჯიმბა და აღნიშნავს, რომ აფხაზეთის ე.წ.საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება არც ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ ბოლოს გაკეთებულ განცხადებაზე გაკეთა.