საქართველოს ნაკრების ყოფილი და ბერლინის "ჰერტას" ქართველი მცველი, ლევან კობიაშვილი 60 ათასი ევროთი დააჯარიმეს. დასჯის მიზეზი 2012 წლის მაისში, დიუსელდორფის "ფორტუნასთან" პლეოფის მატჩში, რომელსაც გუნდი ბუნდესლიგაში გადაჰყავდა არბიტრზე თავდასხმა გახდა.
შეხვედრის არბიტრმა ვოლფგანგ შტარკმა ლევან კობიაშვილი ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულა.
ქართველმა ფეხბურთელმა ბრალდება არაერთხელ უარყო, თუმცა გერმანიის საფეხბურთო კავშირმა მას ამა წლის ბოლომდე დისკვალიფიკაცია მაინც მიუსაჯა.
კობიაშვილი ფულადი ჯარიმის გადახდას საქმის დახურვის მიზნით დათანხმდა.