რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გასულ კვირას ჩატარებულ შეჯიბრებაში მოყვარულთა შორის წყვილთა რბოლაში, კატეგორიაში "წინა წამყვანი თვლები" პირველი ადგილი "თეგეტა მოტორსის" ახალგაზრდა და პერსპექტიულმა მრბოლელმა, 17 წლის შაკო ციხელაშვილმა დაიკავა.
აღნიშნულ კლასში მონაწილეობდა 22 მრბოლელი. ციხელაშვილი მომავალშიც დაიცავს "თეგეტა მოტორსის" ღირსებას ავტოსპორტის სხვადასხვა სახეობაში.