ქრისტიან-დემოკრატები შიშობენ რომ "დაჩმორებული" პოლიტიკოსების რაოდენობა გაიზრდება და მათ სოციალური პრობლემების გამო მოსახლეობაც შეუერთდება. ეს განცადება ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ დღეს სესიაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საჭიროა ეხლისუფლებამ ყურადღება პირველ რიგში სოციალური პრობლემების მოგვარებას დაუთმოს.
"ხელისუფლება ამაყობს, რომ მოგვარდა მანდარინისა და ყურძნის ჩაბარების პრობლემები, თუმცა მოუგვარებელია შიდა ქართლის და ახალქალაქი ახალციხის პრობლემები. ეს მოსახლეობა ხილის რეალიზაციას ვერ ახდენს", _ აცხადბს იგი.
გიორგი ახვლედიანის თქმით კი, ამ პრობლემებს ემატება იმერეთის რეიგონში წყალტუბოს მოსახლეობის პრობლემა. ახვლედიანის განმარტებით, წყალტუბოს მოსახლეობამ საკუთარი თავის დასაქმების პრობლემა გადაჭრა იმით, რომ დაიწყეს კრედიტების აღება და სასათბურე მეურნეობების განვითარება.
"თუმცა შარშანდელმა ქარიშხლებმა და წლევანდელმა უამინდობამ ეს სათბურები მთლიანად გაანადგურა და მოსახლეობა არა მარტო მოსავლის გარეშე დარჩა, არამედ მათ დაემატათ კრედიტების დაფარვის პრობლემაც", - აცხადებს იგი.
ქრისტიან-დემოკრატები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მოახდინოს აღნიშნული სფეროების სუბსიდირება.
ქრისტიან-დემოკრატების ამ ინიციატივას უმრავლესობის წარმომადგენელი კახა სუხიშვილი გამოეხმაურა. მან ქრისტიან-დემოკრატები წინასაარჩევნო პოპულიზმში დაადანაშაულა. როგორც სუხიშვილმა აღნიშნა, "სიცრუეა, თითქოს ხელისუფლება ხელს უშლის ვაშლის ჩაბარებას. ეს ვაშლი არის აბსულუტურად უვარგისი და წინა წლებში მოსახლეობა საერთოდ ვერ აბარებდა. ახლა ხელისუფლება მათგან წვენისთვის იბარებს 5 თეთრად და ეს უკვე სუბსიდირებას ნიშნავს", - აცხადებს სუხიშვილი.