საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორთაბრძოლების კლუბის წევრებმა საერთაშორისო ტურნირში წარმატებას მიაღწიეს. ტურნირი (საერთაშორისო შეჯიბრება კიკბოქსინგსა და ბრძოლაში წესების გარეშე) 17-18 ნოემბერს თბილისში ჩატარდა.
როგორც კლუბის პრეზიდენტმა რევაზ ქელდიშვილმა განაცხადა, შეჯიბრების პირველივე რაუნდში ბრწყინვალე გამრჯვება მოიპოვეს კლუბის წევრებმა ლევან ცხადაიამ და ლევან ლაგვილავამ. ცხადაიამ აზერბიჯანელი სპორტსმენი დაამარცხა, ხოლო ლაგვილავამ - ირანელი.
მომავალში იგეგმება ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.