სოხუმში დღეს დაიწყო და 25 ნოემბერს დასრულდება ე.წ. მეექვსე მსოფლიო აფხაზურ-აბაზგური კონგრესი, რომელიც აფხაზურ-აბაზგური ხალხების ე.წ. საერთაშორისო ასოციაციაციის დაფუძნებას ეხება, რომელიც 1992 წელს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს დაფუძნდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ე.წ. პლენარული კონგრესის გახსნა ხვალ იგეგმება. დაწყების წინ მონაწილეები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მონაწილე ბოევიკების ე.წ. ხსოვნის მემორიალთან გვირგვინებს მიიტანენ. ორგანიზატორთა განცხადებით, კონგრესის მთავარი მიზანი ხალხის გაერთიანებაა და ამის ფარგლებში იქნება კიდეც განხილული "აფხაზებისა და აბაზგების ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების" საკითხი.
24 ნოემბერს კონგრესის მონაწილეებს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი მიიღებს.