იულია ტიმოშენკო ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვებას არ აღიარებს.
ამის შესახებ მან საკუთარი ფრაქციის სხდომაზე განაცხადა.
"მე არასდროს ვაღიარებ იანუკოვიჩის გამარჯვებას ლეგიტიმურად ასეთი არჩევნების პირობებში", - განაცხადა მან.
ამასთან, ფრაქციის სხდომაზე ტიმოშენკომ საკუთარ იურისტებს არჩევნების შედეგების სასამართლოში გასაჩივრების მზადებისკენ მოუწოდა. სავარაუდოდ, მის პოზიციას სასამართლოში დეპუტატი ანდრეი პორტნოვი დაიცავს.
ამის მიუხედავად, თავად ტიმოშენკოს ფრაქციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ადმინისტრაციულ სასამართლოში პრემიერ-მინისტრის პოზიციები მყარი არ არის და შესაბამისად, მესამე ტურის დანიშვნა საკმაოდ ძნელი საქმე იქნება.
"რეგიონების პარტიის" წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ ტიმოშენკოს მიერ არჩევნების შედეგების სასამართლოში გასაჩივრება იანუკოვიჩის ინაუგურაციას 2-3 კვირით შეაფერხებს.