დღეს, 17 ნოემბერს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის საერთაშორისო ტესტ-მატჩების სერიის პირველ შეხვედრას გამართავს.
ქართველი მორაგბეები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იაპონიის ნაკრებს უმასპინძლებენ. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.
ბორჯღალოსნები უკვე ერთი კვირაა რაც შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გადიოდნენ შეკრებას. მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგს უკანა ხაზის გაწვრთნაში ლეგენდარული ახალ ზელანდიელი ტანა უმაგა ეხმარებოდა.
ნოემბრის ტესტ მატჩებისთვის ხელმძღვანელობამ ეროვნულ გუნდში 31 მოთამაშეს გამოიძახა. თამაშამდე 48 საათით ადრე საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა დაასახელა 23-კაციანი გადანომრილი შემადგენლობა.
საქართველოს "ბორჯღალოსნები"
15 ირაკლი ყიასაშვილი
14 ირაკლი მაჩხანელი
13 დავით კაჭარავა
12 მერაბ შარიქაძე
11 სანდრო თოდუა
10 მერაბ კვირიკაშვილი
9 ირაკლი აბუსერიძე (კაპ)
1 დავით ხინჩაგიშვილი
2 შალვა მამუკაშვილი
3 დავით ზირაქაშვილი
4 გიორგი ნემსაძე
5 ლევან დათუნაშვილი
6 შალვა სუთიაშვილი
7 ვიტო კოლელიშვილი
8 მამუკა გორგოძე
სათადარიგოები
23 თედო ზიბზიბაძე; 22 ლაშა ხმალაძე; 20 გიორგი ბეგაძე; 16 ირაკლი ნატრიაშვილი;
17 მიხეილ ნარიაშვილი; 18 დუდუ ქუბრიაშვილი; 19 ვახტანგ მაისურაძე; 21 გიორგი თხილაიშვილი;
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი
მწვრთნელი: ტანა უმაგა
მწვრთნელი: ილია ზედგინიძე
მწვრთნელი: ილია მაისურაძე
მენეჯერი: ვასილ აბაშიძე
ექიმი: ერიკ დალოსი