უკრაინის რეგიონების პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, ვიკტორ იანუკოვიჩმა იულია ტიმოშენკოზე ერთი მილიონით მეტი ხმა მოაგროვა. ამ ინფორმაციას რეგიონების პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ბორის კოლესნიკოვი ავრცელებს. რეგიონების პარტიის განცხადებას სააგენტო "რია ნოვოსტი" აქვეყნებს.
კოლესნიკოვი განცხადებით, იანუკოვიჩმა 12 მილიონ 500 ათასი ხმა მიიღო, რაც მთლიანი მონაცემების 48.96%-ია, ტიმოშენკომ კი _ 11 მილიონ 500 ათასი (45.43%).
გამოდის, რომ ჩვენმა კანდიდატმა ტიმოშენკოზე ერთი მილიონით მეტი ხმა მოაგროვა", განაცხადა ბორის კოლესნიკოვმა.