გარემოს დაცვის მინისტრის გოგა ხაჩიძის ვარაუდით, რაჭაში ხანძრის ლოკალიზება დღის ბოლომდე მოხდება. "თუ ახალი კერები არ გაჩნდა, ხანძრის ჩაქრობა საღამომდე მოხდება. ამ დროისთვის ცეცხცლის ლოკალიზებაზე ავიაციაც მუშაობს" - განუცხადა ხაჩიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, ამბროლაურს, კონკრეტულად კი იმ სოფლის მოსახლეობას, რომლის ახლოსაც ხანძარი მძვინვარებს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. რაჭაში ხანძრის გაჩენის მიზეზად მინისტრი დაუდევრობას ასახელებს.
"ახლა შეშის მოპოვების სეზონია, აქედან გამომდინარე, არ გამოირიცხება ის რომ ხანძარი დაუდევრობამ გამოიწვია" - განმარტა მინისტრმა.