გორში აგვისტოს ომში დაღუპულთა სახელობის სკვერი გაიხსნება. ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილას, მშვიდობის გამზირზე მდებარე სკვერში, რომელსაც ომში დაღუპულთა სახელი უნდა დაერქვას, კეთილმოწყობის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია არსებული სკვერის მთლიანი რეკონსტრუქცია. გაეწყობა ახალი ბორდიურები, დაიგება ფილები, დამონტაჟდება განათება. სკვერის ფუნქციურად დატვირთვისთვის იგეგმება ორიგინალური დეკორატიული სკამებისა და წყაროს მოწყობა, რაც სიახლე იქნება და ახლომდებარე კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობისთვის სკვერში დასვენების პირობებს შექმნის. წყაროსთან ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალური დაფა დამონტაჟდება.
სკვერის რეკონსტრუქციისთვის გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 19 900 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები, რომელსაც შპს ,,გორმშენი", ასრულებს, 18 ნოემბერს დასრულდება.