"ტორპედოს" ყოფილი მეპატრონე გია ხურციძე გუნდის დაბრუნებას ითხოვს. ხურციძის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განმარტებით, ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას.
„აქ საუბარია კლუბის დაბრუნებაზე და არა კომპენსაციაზე. მივმრთავთ საქართველოს მთავარ პროკურატურას აღიძრას სისსხლის სამართლის საქმე, იმ პირების მიმართ ვინც უკანონო პასუხისგებაში მისცა გია ხურციძე თავის დროზე"- აცხადებს ხაჭაპურიძე.
ხაჭაპურიძე მოითხოვს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ლაშა მაქაცარიაც დაიკითხოს. თავად მაქაცარია „ტორპედოსთან" რაიმე კავშირს უარყოფს და განმარტავს, რომ საქმესთან არანაირი კავშირი არ ქონია და არც გია ხურციძეს იცნობს.