ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი თბილისში ვიზიტად მყოფ ესპანელ ბიზნესმენთა დელეგაციას შეხვდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე კახა ბაინდურაშვილი ქვეყნის საინვესტიციო და საფინანსო გარემოს შესახებ პრეზენტაციას გამართავს.
შეხვედრა სასტუმრო "რედისონში", 14:30 საათზეა ჩანიშნული.