საქართველოში დღეს რაგბის მსოფლიო ლეგენდა ტანა უმაგა ჩამოვიდა. ახალზელანდიელი ვეტერანი სპორტსმენი საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ნოემბრის ამხანაგური შეხვდრისთვის მილტონ ჰეიგთან ერთად მოამზადებს.
ბორჯღალოსნები ამხანაგურ შეხვდრას თბილისში 17 და 24 ნოემბერს იაპონიისა და ფიჯის ნაკრებებთან ჩაატარებს.
ტანა უმაგა ქართველ მორაგბეებს კარგად იცნობს. უმაგა ფრანგულ "ტულონში" გია ლაბაძესთან ერთად თამაშობდა, შემდეგ კი დავით ქუბრიაშვილის მწვრთნელი იყო.
ლეგენდარული მორაგბე "ოლ ბლექსის" კაპიტანი იყო. 2000 წელს კი უმაგა ახალი ზელანდიის წლის საუკეთესო მორაგბე გახდა. ტანა უმაგა თბილისში ნოემბრის ბოლომდე დარჩება.