შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რაჭაში, სოფელ ჩორჯოს ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო რაზმებია მობილიზებული.
ადგილზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ორი ვერტმფრენი, სატყეო დეპარტამენტი და ადგილობრივი მოსახლეობა.
შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისათვის მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ცეცხლის კერების ლოკალიზაციისათვის.