საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციტრუსის დაბინავებით კმაყოფილია.
ქვეყნის პირველმა პირმა ციტრუსის წლევანდელი რეალიზაციის შედეგები დღეს აჭარაში შეაჯამა.
"არასდროს ასე კარგად ჩვენი ციტრუსი არ დაბინავებულა. ე.ი შესაძლებელი ყოფილა ჩვენი პროდუქტების საზღვარგარეთ გაყიდვა. წელს აჭარისთვის ამ კუთხით ბოლო 16 წლის განმავლობაში ყველაზე წარმატებული წელი იყო", - განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, ქვეყნის პირველმა პირმა აქტიური სამეურნეო საქმიანობისთვის, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, სამინისტროს წარმომადგენლები, ქობულეთის გამგებლის მოადგილე და მეწარმეები, რომლებმაც ციტრუსის რეალიზაციის პროცესში წვლილი შეიტანეს ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
აღსანიშნავია, რომ წელს აჭარიდან უცხოეთში 80 000 ტონაზე მეტი ციტრუსი გაიყიდა, რის შედეგადაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "აჭარულ ოჯახებში" 100 მილიონი ლარის "ნაღდი ფულის" მობილიზება მოხდა.