რუსთავის საერთაშოროსო ავტოდრომზე კვირას დაგეგმილ გრანდიოზულ შეჯიბრ "Rustavi International Challenge"-თანდაკავშირებით, პარასკევს, 2 ნოემბერს, 12:00 საათზე, ავტოდრომის საკონფერენციო დარბაზში პრესკონფერენცია გაიმართება.
ავტოდრომის მენეჯმენტი, უცხოელ და ქართველ მრბოლელბთან ერთად მედიის წარმომადგენლებს ავტოდრომის სიახლეებს და "Rustavi International Challenge"-ის დეტალებს გააცნობს.
ავტოდრომის მენეჯმენტის ინფორმაციით, "Rustavi International Challenge" საავტომობილო სპორტში წლის ყველაზე მასშტაბური შეჯიბრია და იგი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე პირველად ჩატარდება. წრიული რბოლა 3 კლასში:„ფორმულა ალფა"-ში, „ლეგენდს"-ში და „GT Unlimited"-ში გაიმართება.ასპარეზობაში ქართველ მრბოლელებთან ერთად,13 უცხოელი პროფესიონალი ავტომრბოლელიმიიღებს მონაწილეობას.
რუსთავის ავტოდრომზე მაყურებელს პირველად მიეცემა შესაძლებლობა მთელ ტრეკზე მიმდინარე რბოლა ახლადდამონტაჟებულ გრანდიოზულ მონიტორზე იხილოს.
„Rustavi International Challenge"-ში მონაწილეობაზე ორჯერ მეტი განაცხადი გაკეთდა ვიდრე მოველოდით. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი და მასშტაბური შეჯიბრიასაავტომობილო სპორტის სფეროში და წლევანდელი წლიდან მას ჩვენ ტრადიციულ სახეს მივანიჭებთ. ამჯერად შეჯიბრში სულ 44 მრბოლელი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის 13 უცხოელი. ამ დროისათვის რუსთვის ავტოდრომზე უკვე მიმდინარეობს საკვალიფიკაციო შეჯიბრები. მოხარული ვართ, რომუკვე გვაქვს შესაძლებლობა მაყურებელს რბოლა გრანდიოზულ მონიტორზე შევთავაზოთ, რომელიც საშუალებას იძლევა ყურადღების ცენტრში იყოს რბოლის ყველაზე მწვავე მომენტები, რომლებიც აქამდე ტრეკის შორეულ წერტილებში მაყურებლისათვის ძნელად აღსაქმელი იყო,"-აცხადებს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის დირექტორი მევლუდ მელაძე.
შეჯიბრის გადაღება, პირველად საქართველოს საავტომობილო სპორტის ისტორიაში ჰაერიდან, პარაპლანის საშუალებთ განხორციელდება. ამასთან, ავტოდრომის დირექცია ჟურნალისტებს და ოპერატორებს საშუალებას მისცემს პარაპლანიდან გადაღებული კადრები გამოიყენონ.
რუსთავის ავტოდრომი უზრუნველყოფს პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლების ტრანსპორტირებას. პარასკევს, რუსთავში გამგზავრების მსურველ ჟურნალისტებს11:00 საათზე, ბარათაშვილის ქუჩაზე არსებული„კონკის"მიმდებარე ტერიტორიიდან სამარშრუტო მოემსახურება.
რუსთავის ავტოდრომის მშენებლობა 2012 წლის აპრილში დასრულდა და მასში,მფლობელის, შოთა აფხაზავას მიერგანხორციელოებულმა კერძო ინვესტიციამ 20 მილიონზე მეტი აშშ დოლარი შეადგინა. „რუსთავის სართაშორისო ავტოდრომი" ამიერკავკასიის ერთადერთ პროფესიონალური ავტოდრომია, რომელიც FIA (საერთასორისო საავტომობილო ფედერაციის გრეიდ 2) მოთხოვნების შესაბამისადაა აგებული, რაც შესაძლებელს ხდის ჩატარდეს მსოფლიო ჩემპიონატები ავტორბოლის ყველა სახეობაში გარდა „ფორმულა 1"-სა.