პროგრამის "ექიმები სოფლად" ფარგლებში ამჟერად ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელის მოსახლეობის გამოკვლევა მოხდა.
კორცხელს მედიკოსები "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის ინიციატივით სტუმრობდნენ, რის ფარგლებშიც ადგილზე 200-ზე მეტი ადამიანის გამოკვლევა მოხდა.
კონსულტაციები სოფლის მოსახლეობისთვის სრულიად უფასო იყო. გამოკვლეულებს უფასოდ გადაეცათ საჭირო მედიკამენტებიც.
მედიკოსთა ჯგუფი მომდევნო კვირის განმავლობაში ზუგდიდის კიდევ რამდენიმე სოფელში ჩავა.