დღეს, 7 თებერვალს, 10:00 საათზე ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური ქვესადგურ "ნავთლუღი 220"-ში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს.
ქვესადგურში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები 1949 წლის შემდეგ პირველად ტარდება.
"ნავთლუღი 220" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვესადგურია ქვეყნის ენერგომომარაგების თვალსაზრისით. ქვესადგური ელექტროენერგიით თბილისს, რუსთავის ნაწილსა და მარნეულის რაიონს ამარაგებს.