რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომმა კვირას წლის ყველაზე დაძაბულ ავტოშეჯიბრს უმასპინძლა. ავტოდრომზე რიგით მეშვიდე, ანუ ფინალური შეჯიბრი ჩატარდა. ასპარეზობა კლასების მიხედვით ჩატარდა და მასში ერთმანეთს ქართველი, რუსი, ბელორუსი და პირველად ნაციონალური ავტოსპორტის ისტორიაში, ფინელი ავრომრბოლელები უპირისპირდებოდნენ.
მეშვიდე ეტაპის გამარჯვებულები გახდნენ:
ფორმულაალფა:
1. ნიკაადეიშვილი
2. ირაკლიჩხეიძე
3. მევლუდმელაძე
ლეგენდსი:
1. შოთააფხაზავა
2. გოგაარჯევანიძე
3. ვიკტორშაიტარი
GT კლასი:
1. ლევანკვინიკაძე
2. ზურაბბეჟაშვილი
3. ვასიკოჭონიშვილი
ტურინგი-1500:
1. დავითმენთეშაშვილი
2. გიორგიკიკნაძე
3. დავითჩხიკვიშვილი
ყველაზე საინტერესო „ფორმულა ალფა" -ს ასპარეზობა აღმოჩნდა. მოხდა მცირე ინციდენტი, რის გამოც შეჯიბრს რუსი მრბოლელი ვიქტორ შაიტარი (რუსეთის ჩემპიონი და ამავდროულად ფინეთის „ფორმულა 3" ვიცე-ჩემპიონი) გამოეთიშა. მეორე და მესამე ადგილის დასადგენად მსაჯები თითქმის მთელი დღე დაობდნენ. საბოლოო ჯამში „ფორმულა ალფას"უპირობო გამარჯვებული, რომელმაც დროში დიდი უპირატესობით აჯობა სხვებს, ახალგაზრდა თაობის მრბოლელი ნიკა ადეიშვილი გახდა, სადაო მეორე და მესამე ადგილებზე კი ირაკლი ჩხეიძე და მევლუდ მელაძე გავიდნენ.
სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ქართველებთან ერთად „ლეგენდს"-ის კლასშიც იასპარეზეს. დაძაბული ასპარეზობის შედეგად პირველი ადგილი შოთა აფხაზავამ, მეორე გოგა არჯევანიძემ, მესამე კი ვიქტორ შაიტარმა დაიკავეს. „ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. ეს არის მშვენიერი განაცხადი მომავალი წლის შეჯიბრების ჩასატარებლად. ამ ყველაფრისთვის ღირდა ამდენი მუშაობა, ამ სპორტის ასეთი განვითარება. ნამდვილად ძალზედ სანახაობრივი და საინტერესო დღე იყო. დარწმუნებული ვარ, მაყურებლებიც კმაყოფილები დარჩნენ," - განაცხადა შოთა აფხაზავამ.
„GT Unlimited"-ის კლასში გამარჯვება ლევან კვინიკაძეს ხვდა წილად, მეორე ადგილის მფლობელი ზურაბ ბეჟაშვილი, მესამე ადგილზე კი ვასილ ჭონიშვილი გავიდა. მონო კლასის (ტურინგი) გამარჯვებულიადავით მენთეშაშვილი, რომელმაც გიორგი კიკნაძეს და დავით ჩხიკვიშვილს გაუსწრო. ამ ასპარეზობაში ცნობილი ქართველი ბრბოლელის ოთო თავართქილაძის 13 წლის შვილი სანდრო თავართქილაძეც მონაწილეობდა, რომელმაც ასევე კარგი დრო აჩვენა და ავტომოყვარულთა გაოცება და სიმპათია დაიმსახურა.
რუსთავის ავტოდრომზე ფინელები - ჯანი კუივალა და ნიკო ლედერბერგიც ასპარეზობდნენ. სხვადასხვა ჩემპიონატებზე მრავალგზის გამარჯვების მიუხედავად საქართველოში საპრიზო ადგილებზე გასვლა მათ ვერ მოახერხეს.
ფინალური რბოლის შედეგებმა საქართველოს ჩემპიონატის ოთხივე კლასის გამარჯვებული გამოავლინა. საქართველოს ჩემპიონი ლეგენდის კლასში გახდა პილოტი გიორგი ბეჟიტაშვილი. საქართველოს ჩემპიონი ფორმულა ალფას კლასში გახდა პილოტი ნიკა ადეიშვილი. საქართველოს ჩემპიონი ტურინგის კლასში - დავით ჩხიკვიშვილი, ხოლო საქართველოს ჩემპიონი კლასში GT - ლევან კვინიკაძე.
რაც მთავარია, ჩემპიონატის დასრულების მიუხედავად ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრი "Rustavi Challenge" რუსთავის ავტორდომზე შემდეგ კვირას იგეგმება. მასში მონაწილეობაზე განაცხადები 24-მა უცხოურმა ეკიპაჟმა გააკეთა, მათ შორის არიან შვედები, გერმანელები, რუსები, ბელორუსები, სომხები, უკრაინელები, ესპანელები. „დღეს იყო ერთგვარი დაზვერვა 4 ნოემბერს დაგეგმილი საერთაშორისო შეჯიბრისთვის, სახელწოდებით "Rustavi Challenge", სადაც იმდენი უცხოელი მრბოლელი ჩამოდის, რომ სასტარტო ზოლზე ძლივს გვყოფნის ადგილი. მოკლედ, გულშემატკივარმა განსაჯოს ჩვენი მრბოლელების დონე როგორც ფორმულაში, ასევე ლეგენდის და ძარიანი ავტომობილების კლასში" - აცხადებს რუსთავის ავტოდრომის დირექტორი მევლუდ მელაძე.
საქართველო ამიერკავკასიის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც „ფორმულას" კლასის ნაციონალური ჩემპიონატი გააჩნია. ამასთან საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვშიც შედის, რომლებშიც „ლეგენდსის" საერთაშორისო კლასის ჩემპიონატები იმართება. ასეთები კი არიან აშშ, საფრანგეთი, ბელგია, მაროკო, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი.