სოფელ ჩორჯოდან 8 კილომეტრზე ამ დრომდე რჩება ცეცხლის რამდენიმე კერა. მათი ჩაქრობა მიუვალობის გამო ვერ ხერხდება.
სამაშველო სამსახურებმა მუშაობა დღეს დილიდან ისევ განახლდა. ხანძრის ჩაქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენებიც ჩაერთვნენ. მეხანძრეებს ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება.
რაჭაში ხანძარი ერთი კვირის წინ გაჩნდა. მის მიზეზად დაუდევრობა სახელდება.
.