სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ახალი მინისტრი - ლევან ყიფიანი სამინისტროში მივიდა და მუშაობას შეუდგა. 25 ოქტომბერს პარლამენტის უმრავლესობამ ახალ მთავრობას მხარი დაუჭირა, თუმცა იმისთვის, რომ მთავრობა ოფიციალურად დამტკიცდეს, საჭიროა პარლამენტის დადგენილებას საქართველოს პრეზიდენტმა ხელი სამი დღის განმავლობაში მოაწეროს.
" მართალია პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო და ახალი მთავრობა დაამტკიცა, მაგრამ მინისტრის თანამდებობაზე ჩემს ოფიციალურად დანიშვნას პრეზიდენტის ხელმოწერაც სჭირდება. ეს ფორმალური საკითხია და სამი დღის ვადაში უნდა მოგვარდეს.
მომავალი კვირიდან საქმეს სრული დატვირთვით შევუდგებით. დღეს სამინისტროს თანამშრომლებს შევხვდები. მოადგილეებზე ახლა კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. საბოლოოდ უახლოეს პერიოდში ჩამოვყალიბდები და სრულ შემადგენლობას შემდეგ გაგაცნობთ", - განაცხადა ლევან ყიფიანმა.