ხვალ, 6თებერვალს, გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე სართიჭალის სანერგე მეურნეობას ეწვევა. როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში აცხადებენ, გოგა ხაჩიძე ნერგების გამოყვანის ახალ ტექნოლოგიას გაეცნობა.
გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა და უცხოელი ექსპერტების დახმარებით, პირველად საქართველოში მსოფლიოში აპრობირებული, კონტეინერული მეთოდით ნერგის გამოყვანის პროცესი დაიწყო. აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებით ნერგის ღია გრუნტში გადატანა სეზონის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. აღნიშნული პროცესის დაჩქარება ზრდის და ნერგის 100% -ით გახარების საშუალებას იძლევა.
"პატრიაქრის კურთხევით, თითოეულმა ადამიანმა წელიწადში 12 ნერგი უნდა დარგოს. შესაბამისად, სამინისტროს ინიციატივით 2010 წლისთვის აქცია მასშატაბური გახდება და საქართველოს რეგიონებში კიდევ 300 ათასი ნერგი დაირგვება. მსურველებმა უნდა დარეკონ "ცხელ ხაზზე" - 070 და სეზონის დადგომისთანავე სამინისტრო მათ ნერგებით უსასყიდლოდ გაადაეცემათ~, _ აცხადებენ სამინისტროში.
2009 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე გარემოს დაცვის სამინისტრომ, აქციის ფარგლებში "დარგე ხე _ გაამწვანე შენი გარემო", დედაქალაქსა და საქართველოს რეგიონებში უკვე 200 ათასზე მეტი ნერგი დარგო.