ქართველმა სპორტსმენმა გაბრიელა ხვედელიძემ ბელგრადში გამართულ ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირზე 2 ოქრო (მრავალჭიდი, ბურთით ვარჯიში) და 3 ვერცხლის (გურზებით, რგოლით და ბაფთით ვარჯიში) მედალი მოიპოვა.
ტურნირში 15 ქვეყნის 33 გუნდი მონაწილეობდა. ქართველმა სპორტსმენის ძირითად კონკურენტებს ტურნირშიმონაწილე რუსეთის 6 წამყვანი ტანმოვარჯიშე წარამოადგენდა.
გაბრიელა როგორც გუნდურ, ისე ინდივიდუალურ ჩათვლაში 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.