23 ოქტომბერს, გორში გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს რწმუნებული, გეორგ ბირგელენი სამხრეთ ოსეთიდან დევნილებს 300 სახლს გადასცემს.
სახლების მშენებლობა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს კრიზისების პრევენციისა და კონფლიქტების დაძლევის ფონდიდან დაფინანსდა.
2008 წლის აგვისტოში გერმანიამ ამ მიზნით გამოყო გადაუდებელი დახმარება 8 მილიონი ევროს
ოდენობით.
სახლების საზეიმო გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, კობა სუბელიანი, ასევე გერმანიის ელჩი, პატრიცია ფლორი და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (Gთძ) წარმომადგენლები.
სახლები თავდაპირველად ერთი წლით უსასყიდლოდ გადაეცემათ დევნილებს სარგებლობის უფლებით, შემდეგ კი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემათ პირად საკუთრებაში.
გერმანიამ ამჯერად დამატებითი 1,7 მილიონი ევრო გამოყო სახლების ავეჯითა და ინვენტარით მოწყობის მიზნით და დევნილთა ახალ გარემოში ინტეგრაციის ღონისძიებებისათვის. გერმანიამ, კერძოდ გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა სამინისტრომ, 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ მთლიანობაში 2,05 მილიონი ევრო გამოყო საქართველოსთვის ჰუმანიტარული დახმარების ღონისძიებებისთვის, განაღმვითი სამუშაოების ჩათვლით. კონფლიტის დაძლევის ღონისძიებებისთვის კი მთლიანობაში დაახლოებით 12 მილიონი ევრო გამოიყო.