რაჭაში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცეცხლი სოფელ ჩოჯოდან 8 კილომეტრით დაშორებულ ტერიტორიაზე, კლდის ფერდობის მიუვალ ადგილზე რჩება, რის გამოც მისი ჩაქრობა ჭიანურდება.
ადგილზე ჩასულია დამატებითი სამაშველო ჯგუფები, რომლებიც შეეცდებიან მოახდინონ ხანძრის საბოლოო ლოკალიზებას.
დილიდან ხანძრის ჩასაქრობად 80-მდე ადამიანია გასული.
ხანძრის ჩაქრობაში აქტიურად მონაწილეობს ორი ვეტმფრენი.
შეგახსენებთ, რომ რაჭაში, ამბროლაურის რაიონში ცეცხლი ბუჩქნარებს რამდენიმე დღის წინ გაუჩნდა. მიზეზად დაუდევრობა სახელდება.