საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ საქართველოში წმიდა საყდრის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის დუაენი, მონსინიორ კლაუდიო გუჯეროტი მიიღო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს.
შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში, დღის პირველ ნახევარში გაიმართა.